მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი "Foreign Policy"-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩანს საქართველოს წარმატებები

ვიცე-პრემიერი

"მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩანს საქართველოს წარმატებები და მათ შორის, კორონა ვირუსთან ბრძოლაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია წარმატებას ბევრ სხვა სფეროშიც", - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მედიის კითხვას "Foreign Policy"-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების შესახებ.

"ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და ალბათ ეს რთული დრო მოგვცემს იმის დანახვის საშუალებასაც, რომ ძალიან ბევრ სფეროში ჩვენ მივაღწიეთ წარმატებებს. ესაა წარმატებები ჯანდაცვის, თავდაცვის, სამართალდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ზოგადად სხვა სფეროებში, რომლებსაც ჩვენ სხვა დროს შესაძლოა არ ვაფასებდით. დღეს ეს წარმატებები ჩანს. დღეს ჩანს უკვე, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო ვყალიბდებით. ჩანს ის კოორდინირებული ერთიანი მოქმედება, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჩვენი გუნდის ხელწერა და ეს ეხება ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული უკლებლივ ყველა რგოლს, როგორც მუნიციპალიტეტებიდან, ისე ტურზმის სფეროდან, ეკონომიკის სამინისტროდან, ჯანდაცვიდან. უკლებლივ ყველა სექტორი მუშაობდა იმისათვის, რომ ჩვენ პირველ ყოვლისა არ დაგვეშვა გლობალური პანდემიის დიდი გავრცელება საქართველოში. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვატარებდით იყო თანმიმდევრული, პრევენციული ხასიათის და სწორედ მთელი „ქართული ოცნების“, მთელი სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ის შედეგეგი, რომელიც უკვე თვალნათლივ ჩანს და რომელიც თვალსაჩინოა უკვე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. თუ გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდში დგომას ჩვენი წარმატება იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სამაგალითო და ეს მისცემს ჩვენ ქვეყანას არსებული გამოწვევის სრაფად გადალახბვის ძალას",-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.