მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შეთანხმებას გარანტირებულად შევასრულებთ

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი არ არის გაჩერებული და ოპოზიციასთან მიღწეული საარჩევნო შეთანხმება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე შესრულდება.

"გარანტირებულად, შეთანხმებას შევასრულებთ, რომელ შეთანხმებაშიც შედის, რომ გადავალთ ისევ შერეულზე, მაგრამ 30/120/30 მოდელზე. თუ ადრე პრაქტიკაში ასე იყო, რომ ამ ყველაფერს ჭირდებოდა სამი და ოთხი თვე, ჩვენ შეიძლება მაქსიმუმ ორ კვირაშიც კი დავამთავროთ ეს ყველაფერი. ეს პროცესი პრაქტიკულად დაწყებული გვაქვს, საგანგებო მდგომარეობამ გააჩერა და მორჩება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ შევძლებთ სახალხო განხილვას მათ შორის, დისტანციურად ჩავატაროთ და აღვასრულოთ ეს შეთანხმება. ამით ჩვენ გადავალთ საარჩევნო რეჟიმზე, სადაც უკვე ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ POSTV-ის პირდაპირ ეთერში.