მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მერი StopCov ფონდში 3 თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 გადარიცხავს

მარნეული მერი

მარნეულის მერი ზაურ დარგალი მმართველი გუნდის ინიციატივას შეუერთდა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ინიციატივის თანახმად, უმრავლესობის წარმომადგენლები სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

„მსურს ჩემი გუნდის სახელით სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, შეუერთდე, "ქართული ოცნების", მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას და ამიტომ მზად ვართ, ჩემი პირადი, დამატებითი წვლილი შევიტანო ეპიდემიის პრევენციის საქმეში, და სამი თვის განმავლობაში ჩემი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავ კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში", - განაცხადა დარგალმა.