მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მათიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მინიმუმ 60% უნდა აიღოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, დამაჯერებლად ლიდერობს და მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ მყარი უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არაერთმა ობიექტურმა კვლევამ დაადასტურა, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა „გორდის“ კვლევებმა, რომლის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 56 % უჭერს მხარს.

„ეს არ არის საბოლოო რეიტინგი, რადგანაც თუ კარგად დავაკვირდებით კვლევას, ჩვენ ვნახავთ, რომ რეალურად რეიტინგი მაღალია, რადგანაც თუკი ჩვენ კვლევებში მოცემულ მონაცემებს, რომელიც გულისხმობს იმ პირებს, ვისაც არ გადაუწყვეტია ჯერ ხმის მიცემა ასევე, იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ ყველას გადახაზავს - მათ პროპორციულად მივაკუთვნებთ პარტიებს თუნდაც, რეიტინგში არსებული შესაბამისი რიგითობით, ვნახავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მინიმუმ, 60% უნდა აიღოს, თან ეს იმ პირობებში, რომ მეორე ადგილზე მყოფი ოპოზიციური ძალა მხოლოდ 11 %-იანი მხარდაჭერით სარგებლობს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ. მისი განმარტებით, კვლევებში გათვალისწინებული არ არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების როლი, რომლებიც ყველა ოლქში, დამაჯერებლად ლიდერობენ. „ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმისტური მოლოდინები გაგვაჩნია. ცხადია, მოსახლეობის მსგავსი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რომ მოსახლეობის ამ მაღალ ნდობას, ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის ორიენტირებული ეფექტური ნაბიჯებით ვუპასუხოთ და ხალხთან ერთად, დაუღალავად ვიშრომოთ ქვეყნის წარმატებისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​