მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: არჩევნების შემდეგ ლოქდაუნი არ იგეგმება

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ლოქდაუნი არ იგეგმება.

მისი თქმით, ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„მეტს ვერაფერს ვეღარ ფიქრობ, როგორ მოატყუონ და გააგიჟონ ხალხი. სრულ გარანტიას გაძლევთ, არანაირ ლოქდაუნზე საუბარი არ არის. ყველა გამოსვლაში ამაზე ვლაპარაკობთ, პრემიერიდან დაწყებული, ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლით გაგრძელებული“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33858 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 14829 გამოჯანმრთელებულია, 253 გარდაცვლილი.