მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: ჩვენი საარჩენო სია ერუდიციასა და გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიის შედგენის დროს აქცენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება.

"მხოლოდ კონცენტრირება და აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ბუნებრივია ამ ყველაფერს ჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო",- განაცხადა მდინარაძემ.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ხელისუფლებისთვის, კრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით და ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

"ბუნებრივია, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და არც გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების ფორმულა იქნება იმაში, რომ დღეს, ოპოზიციაში არ არის მსგავსი ძალაც კი, რომელიც რეალურად და გულწრფელად ზრუნავს მოქალაქეებზე და ამ ქვეყნის განვითარებაზე. კოვიდ-19 იყო ერთგვარი გამოცდა ჩვენი ხელისუფლების, თუ რამდენად შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში მართოს ქვეყანა და შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები განახორციელოს ხელისუფლებამ. ეს გამოცდა ჩააბარა ამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩვენმა ხელისუფლებამ",- განაცხადა მდინარაძემ "რუსთავი 2"- ის ეთერში.