პოლიტიკა

მდინარაძე: მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალადობა არ წყდება

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე
17:38 29.09
დაკოპირებულია

„კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის „ქართული ოცნების“ ოფისი და შტაბი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას.

„ჩვენ ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.

ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ „ქართული ოცნების“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და დაწყებულია გამოძიება“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იციან, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და გადავიდნენ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე.

„კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს ისტორიულ მინიმუმზე.

ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრ...
44 წუთის წინ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მე-2 ბიულეტენის თან...
59 წუთის წინ
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, რო...
17:48
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს. როგორც ეროვნულ დემოკრატიული ინსტი...
17:46
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი სოზარ სუბარი: უკრაინელი ჟურნალისტების ფილმი ა...
„გამოძიებას ნამდვილად არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ სააკაშვილის მხრიდან ნამდვილად...
სომხური მხარე: მოწინააღმდეგემ უკან დაიხი...
მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ჰუდაფერინის წყალსაცავთან მოწინააღმდეგემ უკან დ...
საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბა...
ფხაკაძე: პრემიერმა რამდენჯერმე გვითხრა,...
„დღეს ეს იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ჩვენი საუბრის. პრემიერ-მინის...