მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს არჩევნების ნაცვლად აქციაზე ეპატიჟება

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს.

„აქციის გამართვის დროდ მითითებულია 12:00 საათი. მათი მიზანია, ხალხი 12:00 საათიდან შეკრიბონ რუსთაველზე და ამომრჩევლები მიიყვანონ არა არჩევნებზე, არამედ აქციაზე. ეს არის უტყუარი მტკიცებულება და არა ვარაუდი.

„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაზე საუბარი არ არის, მათ რაიმე სახის წარმატების რეალური რესურსიც კი არ აქვთ. ეს კარგად იციან და როგორც ჩანს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გეგმები შეიცვალა. ისინი ხალხს არჩევნების ნაცვლად, აქციაზე ეპატიჟებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.