მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე:„ნაცმოძრაობამ“ რუსეთის ჯარის ნაკეთები საქმე სეპარატისტებს დააბრალა - ეს ღალატი სულ უნდა შევახსენოთ

უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ოპოზიციისთვის ერთადერთი მაშველი რგოლია, რათა საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამახინჯებული კონსტიტუცია რაც შეგვეძლო ვასწორეთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ოპოზიციისთვის არის ერთადერთი მაშველი რგოლი, ისიც მათი აზრით, რომ რაღაცნაირად არჩევნები გადაიდოს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, სექტემბერში ან ოქტომბერში თუ დაგვჭირდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაშინ 31 ოქტომბერს ჩვენ არჩევნებს ვეღარ ჩავატარებთ. ეს არის კანონის მარტივი დათქმა. შესაბამისად, თუ ასე მოხდა, მაშინ არჩევნების გადაწევა შეიძლება მოგვიწიოს მომდევნო წელს. ოპოზიციას აქვს იმედი, რომ თუ არჩევნები გადაიწევა, ამასთან, შეიძლება ისე მოხდეს, რომ მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გამძაფრდეს ეკონომიკური კრიზისი და საქართველოშიც იქნებ უფრო გაუჭირდეს ხალხს და ფიქრობენ, რომ ამის ფონზე არჩევნებზე იქნებ მათ უფრო მეტი შანსი მიეცეთ. სწორედ ამაში ვამხელთ მათ საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა შეახსენა.

„საომარი მდგომარეობა ამ ქვეყანაში ბოლოს გამოცხადდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს, სადაც ეწერა თითქოს გვებრძოდნენ სეპარატისტები და თითქოს მერე შემოვიდნენ რუსული ჯარის დანაყოფები. ყველა შემთხვევაში, სადაც კი მოუნდებათ, რომ თავიანთი კომპლექსი რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით მოიშორონ და ჩამოირეცხონ ღალატი, ყველა შემთხვევაში შევახსენებ ამასაც და რეზოლუციასაც. არაფერ შუაში არ არის ის რეალური ბერკეტი, რაც კოვიდ 19-თან საბრძოლველად გვჭირდება. ოპოზიციას სულ უნდა შვახსენოთ, რომ მათ პირდაპირ ღალატი აქვთ ჩადენილი, როდესაც სეპარატისტებს დააბრალეს რუსეთის ჯარის ნაკეთები საქმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​