პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოება კვლავ მზად არის ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ ჩააბაროს

მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოება კვლავ მზად არის ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ ჩააბაროს
19:18 ოთხ. 28 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„თითქმის ყველა უბანში ვიყავი მისული ჩემს გუნდთან ერთად და მთავარი განწყობა, რომელიც დავინახე, იყო ის, რომ ჩვენი საზოგადოება კვლავ მზად არის ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ ჩააბაროს. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან. ვეტერანებს შევხვდი, პედაგოგებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს. ყველგან დამხვდა განწყობა, რომელიც მიმტკიცებს , რომ „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა წარდგენაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ასევე იმ გამოწვევებისა და გეგმების შესახებ, რომელიც ნაძალადევის რაიონში უნდა განხორციელდეს.

დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე „სპორტი ყველასათვის“ და განაცხადა, რომ სპორტი აუცილებლად გახდება ხელმისაწვდომი, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტულ აქტივობებში.

„ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ნაძალადევის რაიონს. სოციალურად დაუცველები, დევნილები, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროგრამით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ჩვენი მრავალრიცხოვანი დევნილები დაკმაყოფილდნენ ბინებით და ეს გაგრძელდება. დევნილებს აქვთ ეს ინფორმაცია და დიდი მოთმინებით ელიან. მომავალი 4 წლის განმავლობაში 15-20 ათასი დევნილი დაკმაყოფილდება. ეს მათთვის საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება, მინდა მათ ეს გზავნილი გავუგზავნო და გავამხნევო.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მქონდა თემატური შეხვედრები, რომელიც ჩვენი ომის ვეტერანებთან შეხვედრით დავიწყე. ახლა ვიმყოფებით პარკში, რომელიც კახის და ჩემი პირველი დაპირება იყო. მახსოვს, სკეპტიკურად უყურებდნენ ამას, მაგრამ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ გაღიმებულს და ბედნიერს, რომ ასეთი პარკი არსებობს ნაძალადევის რაიონში. კიდევ ერთხელ მადლობა კახის და „ქართულ ოცნებას“ ამ პარკისთვის. ასევე თემქის მოსახლეობა, რომელიც ძალიან დიდი მოთმინებით ელოდება მასშტაბურ პროექტს, რომელიც განხორციელდება თემქის ხევში და იქნება გრანდიოზული. ამიერკავკასიაში მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. ამ გრანდიოზული პროექტით, დასასვენებელი პარკით 40 ათასი მაცხოვრებელი დაკმაყოფილდება და აქ ასევე იქნება სპორტული და გასართობი ცენტრები. ეს არის ჩვენი მიდგომა - დაპირება და შესრულება. ჩვენ ადამიანებს ყოველთვის ვესაუბრებით სიმართლეს და ეს არის ის საერთო, საზოგადო სიკეთეები, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ ხორციელდება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, იმისათვის რომ ყველა დაწყებული და დაგეგმილი პროექტი სისრულეში მოვიდეს, მნიშნელოვანია 31 ოქტომბერს, არჩევნებზე იყოს მაღალი აქტივობა და ამომრჩეველმა საკუთარი ნება მკაფიოდ დააფიქსიროს.

„ალტერნატივა როცა არ ჰყავს გუნდს, მისი კონკურენტი არის ის გამოწვევები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. აუცილებელია აქტიურობა, რომ ხალხის მხარდაჭერით ეს პროექტები გაგრძელდეს და განხორციელდეს, აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ და ეს უნდა დაფიქსირდეს 31 ოქტომბერს, როცა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან. სამ დღეში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. ერთად ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთობით კვლავ უნდა მივცეთ ლეგიტიმაცია იმ მნიშნელოვან პროექტებს და ძვრებს, რაც გვაქვს გაცხადებული. იმ ძალას, რომელიც ებრძვის ეკლესიას, ებრძვის ჩვენს ოჯახებს, ებრძვის ღირებულებებს, რომელზეც დგას მთელი ჩვენი ისტორია და ტრადიციები, შეუძლებელია მივცეთ უფლება, რომ რაიმე სახით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ გზა, რომელიც მშვიდობიანია, თავისუფალია და ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს, არ უნდა დავკარგოთ“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...