მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი: კორონავირუსის შემცირების გეგმა მაქვს

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

„მაქვს ზუსტი გეგმა, როგორ შევძლოთ კორონავირუსის შემცირება“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების გზას.

„მე მაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. ტემპების, რომელიც გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ამის განეიტრალება, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში, უამრავ ადამიანს მოუსწრაფებს სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, შეიძლება ამას აქვს პოტენციალი ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში სწრაფი წინსვლა დაიწყება.

„ახლა ხდება მონტაჟის გაკეთება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაღაც ჩანაწერების გამოყვანა ნამდვილის თუ ტყუილის, მერე ბილბორდებზე ჩემი და ჩემთან წარსულში თუ ახლა ასოცირებული პირების სახეების დახატვა. რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდებზე, მით კარგია ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის.

საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა მაინც იცვლება, მათი არჩევანის თავისუფლება არის დაცული და ისინი არიან პიროვნებები“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.