მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი: თავის ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„თავის ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. 

სააკაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილებას „სრულიად აბსურდული“ უწოდა.

„სრულიად აბსურდული, არალოგიკური და თავის ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილება! ის 10 მილიარდი სად წავიდა, რომელიც თქვენ აიღეთ?! ეს კაპიკები რომელსაც ხალხს უგდებთ, ეს არის 10 მილიარდის ხარჯვა?! ეს კეთდება საშუალო ფენის გასანადგურებლად!

ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით“, - აცხადებს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

🔴 გამყრელიძე: რეალურად, ყოველდღიურად კოვიდინფიცირების 10 000-მდე შემთხვევა გვაქვს

🔴 რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან