პოლიტიკა

მინისტრი: კორონა ვირუსიდან გამომდინარე მომავალი რთველი ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება

დავითაშვილი შეხვედრაზე
12:37 23.05
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ პანდემის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზეგანიხილეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში პრობლემები შეიქმნა.

„კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, პრობლემები შექმნა. შეხვედრაზე ევროკავშირის ვიცეკომისარმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების დარგში, ღვინის სექტორთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიმოიხილა. საუბარი შეეხო მომავალ რთველს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება. დარგის გადასარჩენად, ქვეყნების მთავრობები სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. ბევრ მათგანს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღიად და პირდაპირ დააფიქსირა, რომ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები. ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს. რეალურად, ბევრი თვე და წლებიც კი კრიზისი იქნება აგროსასურსათო დარგში და განსაკუთრებით მეღვინეობაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის მეღვინეობაში. განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები დაზარალდნენ. ისინი, ძირითადად, ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულები. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სეგმენტის მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის...
23:08 27.10
„მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა თეა წულ...
22:45 27.10
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანს...
22:33 27.10
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტიო აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთ...
22:25 27.10
ცესკოს შენობა ახლოდან

ცესკოსთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული...

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისასთან ხმაური იყო. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წა...
20:50 27.10
სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთ...
პრემიერი: გამოწვევით სავსე, პანდემიის პე...
„დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი...
ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი...
27 ოქტომბერს, ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გა...