მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად პარტიის შექმნაში თავიდანვე ჩართული ვიყავი

შაქარაშვილის ბიძა

ადვოკატი მირიან ნიკოლაძის განცხადებით, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, პარტია „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსის“ დაფუძნებაში თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა. ამის შესახებ მან PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

„ჩემს მეგობრებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვარ ამ პარტიის და ეს გიორგის საქმემდე კარგა ხნით ადრე განხორციელდა. მე კონსულტაციების პროცესიდანვე ჩართული ვიყავი მოლაპარაკებებში. ჩემი პარტიული საქმიანობის შეფერხება ჩვენმა ტრაგედიამ გამოიწვია, ახლა კი, როდესაც პირველი ეტაპი გავიარეთ, რადგან დადგინდა ჩვენ მიერ თავიდანვე ხსენებული მკვლელობის ვერსია, ჩავთვალე, რომ მორალურად შემეძლო ამ საქმიანობისთვისაც მიმეხედა, ხოლო, როცა ეს საქმე დასრულდება, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გავაგრძელებ“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი რა ფორმით ჩაერთვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„მძიმე მორალური მდგომარეობის გამო, ეს საკითხი ამ დრომდე საერთოდ არ მაინტერესებდა. თუმცა, როგორც პარტიის მმართველი კომიტეტის წევრი, რაიმე ფორმით ნამდვილად ჩვაერთვები საარჩევნო პროცესში",- განაცხადა ადვოკატმა.

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა პარლამენტის მოქმედმა დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ, ასევე თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანმა შექმნეს.