მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვითხოვე ჩემს ბინაში შემიშვან “ - პოლიციაში ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩის ლიდერი

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. 

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, სამართალდამცველებს აუხსნა, თუ რა პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს მას.

ჯაფარიძის თქმით, დასამალი არაფერია და ხმამაღლა ამბობს, რომ კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებს.

„ჩემს შემთხვევაში დაკითხვა არ იყო, ეს იყო გამოკითხვა, სადაც მოვუყევი რატომ და რა მიზნით გადავწყვიტე ამ დარბაზის დაქირავება საცხოვრებლად. არაფერი დასამალი არ არის და ავუხსენი, რა პოლიტიკური მოტივი მამოძრავებს. ვთქვი, რომ ვაპროტესტებ ამ რეგულაციების არსებობას, საბოლოო ჯამში მოვითხოვე რაც შეიძლება სწრაფად ახსნან ლუქი და შემიშვან ჩემს ბინაში და მათ შორის მომცენ საშუალება მივიღო სტუმრები, რომლებიც მანდ ივარჯიშებენ. მათ მითხრეს, რომ საბუთებს გადაუგზავნიან პროკურატურას და ეცდებიან, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაარკვიონ სიტუაცია“, - აცხადებს ჯაფარიძე.

📌 ინფორმაციისთვის, ბათუმში გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფიტნეს კლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად იქირავა.

შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.