მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნათელაშვილი იქნება

მცხეთა-მთიანეთის ლეიბორისტების მაჯორიტარობის კანდიდატი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნათელაშვილი იქნება.

„მინდა მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტში ჩემი თავი წარმოვადგინო. ჩვენ, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი გაიღება თუ არა ეს შენობა ყველასთვის, თუ იქნება ისევ დახურული, პოლიციით გარშემორტყმული, როგორც დღეს არის და როგორც წინა პერიოდში იყო“,- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები ესწრებოდნენ.

ბექა ნათელაშვილი სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი აქტივისტია.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 დეპუტატი და 30 მაჟორიტარი იქნება.

თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია წარმოდგენილი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია შექმნილი.