მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათელაშვილი: ხალხს ვეუბნებით სიმართლეს - მახინჯი ხარ სულიერად 

ლეიბორისტული პარტია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სულიერად მახინჯს უწოდებს. 

„ამ უმძიმეს სიტუაციაში, კრიზისში თანაბარი წილი პასუხისმგებლობის აქვს ყველას, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“.

ხალხს კი არ ვეჩხუბებით, სიმართლეს ვეუბნებით, რომ მახინჯი ხარ სულიერად, ჩაიხედე საკუთარ სულში და მეორედ აღარ მიქარო ეს. მარტო ფიზიკური სილამაზე კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჰარმონიულად შეასრულო შენი მოვალეობა საზოგადოების წინაშე, მარტო მაღალფარდოვანი სიტყვები და სადღეგრძელოები კი არ გიშველის სამშობლოზე, სიმართლეზე, ზნეობაზე, ქრისტიანობაზე, პატრიოტიზმზე, არამედ შენი არჩევანი ყუთთან.

შესაბამისად, ვინც მივიდა და ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილის პარტიას, მან ჩაიდინა ძალიან დიდი ცოდვა, თავისი შვილების, ქვეყნის და მომავლის წინაშე. ეს ცოდვა შეიძლება გამოსწორდეს, გამოუსწორებელი არაფერია, მაგრამ ძალიან დიდი ტვირთი დააწვა ქვეყანას, მისი ამ ბიულეტენის შემოხაზვის სახით“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 8 ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 1%-იანი ბარიერი გადალახა. თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 რა გეგმები აქვს ოპოზიციას პარლამენტის შეკრების დღეს?

🛑 ბოდიშს ვუხდით ადამიანებს - „გირჩი“ „ტესლას“ ვეღარ გაათამაშებს

🛑 როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?