მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათელაშვილი: სასწრაფოდ მორჩით საკარანტინო მაიმუნობებს! 

ნათელაშვილი ხელისუფლებაში ყოფნას ორი ვადით აპირებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. 

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეისყიდოს და დაიწყოს მოსახლეობის აცრა.

„მსოფლიოს მიერ ჩვენს დასახმარებლად გამოყოფილი 10 მილიარდიდან შეისყიდეთ ვაქცინები და დაიწყეთ მოსახლეობის აცრა.

სასწრაფოდ მორჩით საკარანტინო და საგანგებო მაიმუნობებს. მიეცით ხალხს საშუალება, საშობაო დღეებში მიიღოს ის ელემენტარული შემოსავალი, რითაც მთელი წელი უნდა დაიგეგმოს კონკრეტული ოჯახის ცხოვრება და არსებობა“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ინფორმაციისთვის, მთავრობამ კორონავირუსის ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო შეზღუდვები დააწესა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან

8 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება

რა შეზღუდვები არ იმოქმედებს ახალი წლის პერიოდში?

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩამონათვალი