მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: კომენტარების გაკეთებისას კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე

მდგრადი განვითარების მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საპარლამენტი კომიტეტის მოსმენა საქმიანად და პროდუქტიულად წარიმართა. 

„ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია მსგავსი თუ სხვა ფორმატის მოსმენები, შეხვედრები დეპუტატებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე უმრავლესობიდან,“ - აღნიშნა მან. 

ნათია თურნავას განცხადებით, მსგავს მოსმენებს ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მათი დასრულების შემდეგ კამერები ოპოზიციაზე კომენტარების გაკეთებისას მაგიურად მოქმედებს.

„კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. ოპოზიციის დეპუტატებმა ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გაიგეს,“ - აღნიშნა მინისტრმა.