პოლიტიკა

NDI: ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლოგო
17:46 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს.

როგორც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მედია გარემო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი, თუმცა მეტად პოლარიზებულია, რაც, შესაძლოა, მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენდეს გავლენას.

NDI-ის 2019 წლის დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 69%-მა განაცხადა, რომ ახალ ამბებს, ძირითადად, ტელევიზიის საშუალებით იგებენ.

თუმცა იმავე გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 32%-მა მიიჩნია, რომ ქართული სატელევიზიო მედია მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს. არჩევნების დროს, პარტიებისთვის ტრადიციული მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, რეკლამების განთავსების მთავარ წყაროდ რჩება.

„მაშინ, როდესაც მოქალაქეებისთვის არჩევნებისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ რეგულარული და სანდო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს. მათ შორისაა ისეთი ინციდენტები, როგორიცაა: საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიო სადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა, ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა; ორი ძალადობრივი დაპირისპირება მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორიები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ წარსულში მსგავსი ინციდენტების გამოძიება მიკერძოებულად წარიმართა. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, ტრადიციული მედია პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნულ და ადგილობრივ დებატებს და გადაცემებს აწყობდნენ. თუმცა, მედიის ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დებატებში ქართული ოცნების მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 15 ოქტომბერს გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული მედია საშუალებების უმეტესობა - განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც ოპოზიციურად ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევენ - აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ თავიდან აირიდა ან სრულიად უგულებელყო მათ გადაცემებში მონაწილეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...