მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სიველურეა, რასაც ოპოზიცია ახლა ზუგდიდში აკეთებს

ექსპერტი მჭედლიშვილი საქსტატის მონაცემებზე

„ოპოზიცია ხალხს კრებს ზუგდიდის ცენტრში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სიველურეა, რასაც ოპოზიცია აკეთებს ახლა ზუგდიდში და ხალხს კრებს ცენტრში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად.

ეს არ არის პოლიტიკა, არც ნაძირალობა, ეს უბრალოდ სიველურეა, არანაირი კავშირი ადამიანობასთან...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია მოაწყეს, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანიზატორებმა ზუგდიდის მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს.