მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე: ულტიმატუმების შესრულებას არ ვაპირებთ, მაგრამ კომპრომისისთვის მზაობა არის

„ქართული ოცნების“ სიის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე - Pia.ge

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში კომპრომისისთვის მზად არის. 

მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ელჩების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.

„დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე, ჩვენი გუნდიდან და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. შეხვედრა იგეგმება და ზუსტად იმისთვის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდეს. ეს შეხვედრა იქნება და პოზიტიური შედეგებით დასრულდება. „ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს.

ოპონენტები რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. რაც შეეხება კომპრომისს, ამისთვის მზაობა არის და ყველამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი. მოლაპარაკებებში ზოგადი წინსვლა არის. ის, რომ საჯაროდ არ ცხადდება მოლაპარაკების დეტალები, ეს არის მოლაპარაკების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა სამხარაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს. მხარეებს შორის დიალოგის ორი რაუნდი უკვე შედგა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა დასრულდა

👉 ზურაბ ჯაფარიძე: არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს

👉 „გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას პარლამენტიდან ან პარლამენტის გარედან“ - მამუკა ხაზარაძე