პოლიტიკა

ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ ყველა საკითხი სააკაშვილთან თანხმდებოდა

იურიდიული კომიტეტის
თავმჯდომარე
18:44 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„დავით გარეჯის საქმეს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს - გამოძიება, რომელმაც ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს, შემდეგ საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის. მეორე, ეს არის პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესი, რომელიც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან დიპლომატიურად, მეგობრულად, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარვმართოთ“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, ამ პროცესის პოლიტიზირებას ხელი შეუწყოს, ისე, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აკეთებენ.

„გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ ასეთი აჟიტირებული დამოკიდებულებისგან, მათი მხრიდან ასეთი პოლიტიზებისგან, რომ მართლაც რაღაც აქვთ დაშავებული.

ჩვენ ხომ ყველა ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა“,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დეპუტატის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახელმწიფოებრივი თემა პოლიტიკურ თემად აქციეს. საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით ცდილობენ, თემა გადაფარონ.

„უმძიმესია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს აყენებს. უმძიმესია მათი ეს თვითლუსტრაცია. მათ მართლა ამ ორი ადამიანის (ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა) ბედი კი არ ადარდებთ. ისინი ასეთი გამალებით რაღაცის მტკიცებით ყველას უღრმავებენ საფუძვლიან ეჭვს, რომ რაღაც დააშავეს. ამას ადასტურებს ბატონი ნოღაიდელის პოზიციები, რომ ეს ყველა საკითხი სააკაშვილთან თანხმდებოდა“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც გამოიკითხა.

როგორც ირკვევა, 2005 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აზერბაიჯანელ კოლეგას წერილი გაუგზავნა, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საქართველოს მაშინდელი პრემიერი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს.

იქამდე, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, დააკავეს.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...