მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა

დაპირისპირება აქციაზე

საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ, სადაც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები დაგმეს.

მათ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც რკინის ღობეზე წარწერის გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ამას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

„წარმოუდგენელი უტიფრობაა, როდესაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკად გადაიზარდა“,- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.