მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციები და საარჩევნო კოდექსში მასთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს.

განხილვის საგანი იყო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხები, საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპები, მეორე ტურთან დაკავშირებული რეგულაციები და სხვა საკითხები.

ODIHR-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, კონსულტაციები და სამუშაო პროცესი გრძელდება, რის შედეგადაც მომზადდება ცვლილებების პაკეტი პარლამენტში ინიცირებისთვის და უფრო ფართო განხილვისთვის.

საქართველოს პარლამენტი მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის.