მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიულოცა.

"უდიდესი პატივია ჩვენს მოქალაქებს აქედან მივულოცოთ დამოუკიდებლობის დღე. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზსა და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას",- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ყველა თაობაში იბრძოდნენ გმირები, რომელთაც სახელმწიფომ პატივი უნდა მიაგოს და ახსოვდეს მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე.

დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, 16:50-ზე მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა და მანვე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.