მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: არჩევნებს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდება.

„დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გადავიდეს დემოკრატიზაციის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე. რა თქმა უნდა ეს მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, ამ პროცესის საბოლოო მიზანი და საბოლოო შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია,  დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყველა ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე. ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური, პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ, გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოდ ესპროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, ღია, გამჭვირვალე არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება, ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პლათფორმაზე ვდგავართ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.  

2020 წლის საპარლამენტო არჩვნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.