მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ჯარიმების გაუქმებას ვერავის მოვუწოდებთ

გახარია სხდომაზე

ჯარიმებას გაუქმებას ვერავის ვერ მოვუწოდებთ", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის შეთავაზებას, რომ საგანგებოს დროს წესების დარღვევაზე დაკისრებული 3000 ლარიანი ჯარიმა მოქალაქეებს ჩამოაწერონ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევაზე დაწესებულმა ჯარიმებმა ეფექტურად იმუშავა, რადგან რეკომენდაციების გათვალისწინება არ ხდებოდა.

„ჯარიმა მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი, რომელიც საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ განსაკუთრებით მას შემდგომ , როდესაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს იყო დაწესებული, იყო 9 000“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის გახდება საჭირო.

გახარიას თქმით, მთავრობა ვერავის მოუწოდებს ჯარიმების გაუქმებას, თუმცა ის მომავალში აუცილებლად გადაიხედება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს უნდა გვესმოდეს, რადგან შემდგომში პრევენციის ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი ამ ჯარიმების გადასახედია და ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მთავრობას შესთავაზა, რომ საგანგებოს დროს წესების დარღვევაზე დაკისრებული 3000 ლარიანი ჯარიმა მოქალაქეებს ჩამოაწერონ.