მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტზე: არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის

საქართველოს პრემიერი 2020

„საკანონმდებლო ინიციატივა ჯერჯერობით კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტს.

მთავრობის მეთაურის თქმით, წინა საარჩევნოდ შიდა პოლიტიკური დაძაბულობა საზღვრებს გარეთაც გადის.

„საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ, შიდა პოლიტიკური მაღალი ტემპერატურაა. სამწუხაროდ, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ზუსტად მსგავსი ინტერპეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასება იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. წინ გვაქვს არჩევნები, რომლებიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში. რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, 29 მომხრე, 21 წინააღმდეგი - აშშ-ის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პირობების შეუსრულებლობისას, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15 % „დაკავებას“ ითვალისწინებს.