მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ოპოზიციას: დაიღალეთ და ვეღარ თოკავთ ეგოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2020 წელი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს.

"მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, რა თქმა უნდა ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად. ამასთან, რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ითქვას აქ.

ზოგიერთ ჩვენს კოლეგას, ემოციები სძლევს. დაიღალეთ როგორც ჩანს და ვეღარ თოკავთ საკუთარ ეგოს.

მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური, უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის. ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. საერთოდ ეს ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს, თუმცა არაუშავს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივიდა. ის საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ დაიბარა.