პოლიტიკა

პრემიერი: რელიგია არის ბეწვის ხიდი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ გაიარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020
18:21 27.05
დაკოპირებულია

„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ, მოქალაქემ გაიარა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობდა, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის კონფლიქტი გაჩენილიყო.

„თქვენ (ოპოზიცია) იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, რომ შევანჯღრევთ ახლა და როგორმე იქნებ კონფლიქტი გაჩნდეს. ცდილობდით ამას. ყოველშემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა“, - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღდგომის დროს ეკლესიის პოზიციაზე გაამახვილა ყურადღება.

„რეალურად რა მოხდა, მოქალაქემ დაიჯერა, ხელისუფლებას ენდო და თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკევულ წესებს დავიცავ, ეს წესები იყო 2 მეტრი. ამ ყველაფერში მთავარია ორი რამ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა იმას არა რაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, რომ სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ აღვასრულოთ, მოუწოდებდა, რომ ეს გავაკეთოთ, ოღონდ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები 2 მეტრიანი დისტანციით ლოცულობენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
დღეს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გ...
22:52 09.07
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
კორონავირუსი ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემ...
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
დავით ჩიხელიძე: ცალსახაა, რომ საქართველო...
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით...
იწვევს თუ არა კიბოს ჩასახვის საწინააღმდე...
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები მითების მსხვერპლი ვხდებით. გაუცნობიერებლად გვჯე...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...