მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ პარტიული სიის დადგენა, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი

გახარია სხდომაზე
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პარტიული სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არ არის.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის უმნიშვნელოა, სიაში რომელი ნომერი იქნება.

„ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, ამით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ, პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 დეპუტატი და 30 მაჟორიტარი იქნება.