მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ჩვენ ვართ ინოვატორები, თუმცა, მარტო ამ გზაზე ვერ ვივლით

სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად

"პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაზე აღნიშნა, რომელიც Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა

მისი თქმით, პანდემიამ, საქართველოს, პატარა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე, ევროპის კართან მდებარე ქვეყნას კი, არაერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მისცა.

"პანდემიამ ხაზი გაუსვა პროფესიონალიზმისა და ძლიერი მმართველობის მნიშვნელობას, როგორც კრიზისთან გამკლავების ასევე, მომავალი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

მან გვაჩვენა დემოკრატიის ძირითადი ელემენტების დაცვის მნიშვნელობა; შენარჩუნებულ იქნა გამჭვირვალობა, პროპორციულობა და ანგარიშვალდებულება და დამტკიცდა, რომ დემოკრატიებს შეუძლიათ გლობალური გამოწვევების ეფექტიანად მართვა  ძირითად პრინციპებზე უარის თქმის გარეშე.

მან აგრეთვე გამოავლინა და გააღრმავა ჩვენს ეკონომიკაში არსებული ხარვეზები, - გაზრდილი უთანასწორობა და სიღარიბე, გარემოსდაცვითი და სოციალური ხარჯები, რომლებიც არ არის სათანადოდ აღრიცხული და რომლებზეც აუცილებელია ეფექტიანი რეაგირება.

მან საბოლოოდ დაადასტურა, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით მიწოდების ჯაჭვში გადამეტებული დამოკიდებულების რისკების შესახებ და იმ დამატებითი ჰუმანიტარული დანაკარგები, რომელიც კონფლიქტებითა და ოკუპაციითაა გამოწვეული პანდემიის დროს.

 ვუყურებთ რა მომავალს, ვიცით თუ რას შევეგუოთ და რა უნდა შევცვალოთ.

ეკონომიკისა და ზრდის ჩვენს მეთოდებში ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი ბალანსი ზრდასა და მდგრადობას შორის, ინდივიდუალური უნარების, მეწარმეობის მხარდაჭერასა და საზოგადოებრივ მხარდაჭერას შორის, თავისუფალ ვაჭრობასა და დივერსიფიცირებას შორის. ჩვენ უსაფრთხო ტურიზმის განსავითარებლად ვსახავთ სტრატეგიას ასევე, საფუძველს ვუყრით ახალ ინდუსტრიებს მწვანე ეკონომიკასთან ერთად, რაც დაფუძნებულია ბიომრავალფეროვნებაზე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ.

როგორც პატარა, მოძრავი და ისტორიულად გამძლე ქვეყანა, ჩვენ ვფლობთ, როგორც სივრცეს ასევე, რესურსებს იმისათვის, რათა გავხდეთ ლაბორატორია ახალი მოდელების შესამოწმებლად. გლობალური შეფერხებები პატარა ქვეყნებისთვის ახალ გასასვლელებს ქმნიან, რათა მოხდეს მათი ჩართულობა მეწარმეობაში და მიწოდების ჯაჭვში.  

ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ კაპიტალის ბაზარზე წვდომის მისაღწევად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სირთულეებს წავაწყდებით, რაც აუცილებელია ახალი ინვესტიციების წასახალისებლად და მდგრადი მეწარმეობის განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ინოვატორები, თუმცა, მარტო ამ გზაზე ვერ ვივლით.

თუმცა, ჩვენი ეკონომიკების ეს ადაპტირება და წონასწორობის აღდგენა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჩვენი, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო საერთაშორისო მისწრაფება. ასე, რომ ისინი ვინც წინასწარ ჭვრეტდა, თითქოს პანდემია მიგვიყვანდა უფრო ეგოისტურ სამყარომდე, მცდარი წარმოდგენის უნდა აღმოჩდნენ. ჩვენ, ყველა დონეზე, მეტი სოლიდარობა გვჭირდება:

ჩვენ უფრო მეტი მრავალმხრივობა გვჭირდება, რადგან საზღვრების გარეშე კატასტროფების საპირწონე მხოლოდ საზღვრების გარეშე სოლიდარობაა.

 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მრავალმხრივობის განახლების მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

ამავე დროს, ჩვენ უფრო მეტი სოლიდარობა გვჭირდება რეგიონალურ დონეზე, რადგან საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა უფრო ძლიერი ევროპისკენ, რომელსაც გარს მისი სამეზობლო ერტყმის.

მრავალმხრივი მხარდაჭერის გამოვლინებისათვის საჭირო იქნება ახალი ინსტრუმენტების მოძიება, რათა წაახალისოს გლობალური ეკონომიკა და განვითარებადი ეკონომიკები. საჭიროა ახალი და ყოვლისმომცველი მიდგომები სესხის საკითხების გადასაჭრელად, ახლა უნდა გადაწყდეს ინოვაციური დაფინანსების საკითხი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ. გლობალური დახმარების ინიციატივა, მარშალის ახალი გეგმა, უნდა იქნას განხილული და მხარდაჭერილი, ექსტრაორდინალური პერიოდი იმსახურებს საგანგებო რეაგირებას. 

 მდგრადი ზრდა ხვალინდელ არჩევანს აღარ წარმოადგენს. SDG ახლა აუცილებლობას წარმოადგენს; აუცილებლობა, რომელსაც კორონავირუსგამოვლილი ჩვენი მოქალაქეები სრულად იცავენ. ჩვენ კი, როგორც მთავრობებმა უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით.

დიდი მადლობა, ბატონო გენერალურო მდივანო ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო კანადისა და იამაიკის პრემიერ-მინისტრებს, ამ ძალიან დროული ინიციატივისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.