მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიებს უნდათ, რომ აჩვენონ.

„სხვაგანაც მიცხოვრია და ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა. სამწუხაროდ, ყველგან ხდება. ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია. აქ არაფერი ისეთი არ ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. დამიჯერეთ, ან იარეთ მსოფლიოში და თვითონ ნახავთ. კრიმინალური მდგომარეობა საქართველოში არ არის ისეთი მძიმე როგორც ზოგიერთ ტელევიზიებს უნდათ, რომ აჩვენონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა კრიმინალთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს ახალქალაქში ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინცინდენტის დროს 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.