მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის გარშემო აგორებულ ცილისწამებლურ კამპანიას გმობს.

„ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.

დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.“ აღნიშნულია პრეზიდენტის განცადებაში. მისივე თქმით ერთ-ერთი მიზეზი, რსი გამოც საქართველო კორონავირუსის პანდემიას წარმატებით უმკლავდება სწორედ ლუგარის ლაბორატორიაა.

„ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.

სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობის, თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობას და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში.

მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა.“