მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროტესტის მეორე დღე და კარვები პარლამენტთან

პარლამენტთან აქცია გრძელდება

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში ოპოზიციის მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან. 

მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და „ლოკდაუნის“ გაუქმებას ითხოვენ.

„არ დავიშლებით სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ, საორგანიზაციო საბჭომ მოვაგვარეთ მთავარი საკითხი და ეს არის იმ ხალხის აქციაზე მოყვანა, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება რომ შეზღუდვების გამო მოვიდნენ. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის გადამდები“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების II ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.