მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატი იონათამიშვილი დავით ბაქრაძეს: კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა თუ კონსესუსად?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერს დავით ბაქრაძეს მიმართავს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბაქრაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო.

იონათამიშვილის თქმით, ბაქრაძის მიერ გამოთქმული სიტყვები საკუთარი ქვეყნის ღალატია.

„დავით ბაქრაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ამტკიცებს - რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო. გაცვალეთ?! ისე არ ჩაიწერებოდა?! ისე ჩაწერდნენ, საქართველოა ოკუპანტიო?! ხომ არ გადაირიეთ, მართლა?! ამას ვის ელაპარაკებით და ვის აჯერებთ, რომელ ელექტორატს?! კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად? გამორიცხულია! ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი!“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.