მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატი იონათამიშვილი: უხერხულია, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვერ ერკვევა „საარჩევნო კოდექსში" და მსგავს დილეტანტურ განცხადებას აკეთებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ „პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ვერ ერკვევა".

„სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობებს განმარტავს საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, ხოლო მათი წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში მონაწილეობა „საარჩევნო კოდექსის“ 76 პრიმა მუხლით რეგულირდება. ეს ჩანაწერი მაშინაც მოქმედი იყო, როდესაც ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს იმდენად ცუდად აქვთ საქმე, რომ არ იციან რა დააბრალონ ან ტყუილის თქმას კადრულობენ. ამ ყველაფრის პარალელურად კი მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.