მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: მსოფლიოს ყველა რადარზე ძალიან ნათლად ვარ

ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, უკრაინაში შესაძლოა პრემიერობის კანდიდატი იყოს.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველო, როგორც ქვეყანა, მსოფლიო რადარებიდან გამქრალია. სააკაშვილი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს სურდა, რომ ის მსოფლიო რადარებიდან გამქრალიყო.

სააკაშვილი ამბობს, რომ ბევრი პროვინციელი პოლიტიკანისგან განსხვავებით საქართველო მისთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე მისი „მოკრძალებული პიროვნება“.

„შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ გაეცნოთ უკრაინულ პრესას და დარწმუნდებით ამაში. ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ვარ უკრაინაში. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას შევტენო ჩემი თავი კანდიდატურად, სასაცილოა. ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ცოტა ხანში საქართველო აღარ გვექნება. საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. საქართველო, როგორც ქვეყანა, უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან, სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა ივანიშვილის მსოფლიო რადარებიდან, მაგრამ მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიოს ყველა რადარზე და საქართველო აღარ არის მსოფლიო რადარზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტიკანისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება. ამიტომ, ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება გარადრჩენა, მობილიზება, ძალიან სწრაფი მოქმედება, სწრაფი ორგანიზება. ვემზადებით არჩევნებისთვის, ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ და ამ უბედურებას წერტილი უნდა დავუსვათ. საქართველოს აღმშენებლობა ხელახლა უნდა დავიწყოთ სწრაფი ტემპით და ეს დაკარგული დრო უნდა ავინაზღაუროთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.