მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მთავრობის წევრები ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ

საქართველოს მთავრობა ენგურის ხიდთან

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია ენგურის ხიდთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრი პოლიციელებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა.