მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers ჩაატარებს

საფინანსო კომიტეტი

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers ჩაატარებს.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს, შესაბამისი დადგენილების პროექტი წარადგინა.

„უკვე მეორე წელია აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი Deloitte Touche-მა განახორციელა. წელს გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით PricewaterhouseCoopers დასახელდა“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ​