მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ესტონეთის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ესტონეთის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2020 წლის 13 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა ელჩთან ასევე განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და აღინიშნა ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა. საუბარი აგრეთვე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ქართული მხარის მოლოდინებს ამ პროცესისგან.