მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირებაზე მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის“,- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან, თოვუზის რეგიონში, ორი ქვეყნის სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.