პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული

საქართველოს პრეზიდენტი 2020
17:20 29.03
დაკოპირებულია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული, რათა ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა, ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
აჭარის პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მინდია გიორგაძის იგივე "ლავასოღლის" 4-მა მხარდამ...
43 წუთის წინ
გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დ...
54 წუთის წინ
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემ...
54 წუთის წინ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინა...
16:25
თურნავა საქართველო ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტებს მიიღ...
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი ნატოს ხელმძღვანე...
"ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე...
მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა...
2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გა...
ლარი ისევ მყარდება - კურსი 3.00-ს უახლოვ...
ლარი მესამე დღეა მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი...