მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი ლიბანში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა ბეირუთში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბეირუთში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო. მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტად არ ვიცით. ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა“, - წერს ზურაბიშვილი ტვიტერის პირად გვერდზე.

ცნობისთვის, ლიბანის დედაქალაში აფეთქება დღეს, 4 აგვისტოს მოხდა.