მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამადაშვილი პრემიერს: ეკონომიკის ზრდის შანსი „ჯიგრულმა“ მიდგომამ შეჭამა, რომელსაც კორუფცია ჰქვია

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ისეთი მმართველობის დამკვიდრებას ცდილობს საქართველოში, როგორიც რუსეთშია.

სამადაშვილმა პრემიერს რამდენიმე კორუფციული მაგალითი ჩამოთვალა და განუცხადა, რომ ასეთმა პრეცენდენტებმა ეკონომიკას ზრდის შანსი შეამცირა.

"ძალიან ბევრი ისაუბრეთ ეკონომიკურ წარმატებაზე, რომ თურმე თქვენ არ დაგხვდათ განვითარებული ეკონომიკა 2012 წელს, მაგრამ თქვენ დაგხვდათ ეკონომიკა, რომელიც საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა, მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიამ  და კრიზისმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. სად წავიდა ეს ეკონომიკური ზრდა  და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი?! შეჭამა იმ ქართულ ჯიგრულმა მიდგომამ, როგორც თქვენ კორუფციას ეძახით და რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. გინდა ჯიგრული მიდგომა დაუძახეთ და გინდა რაიმე სხვა. მინდა ჩამოგითვალოთ ასეთი კორუფციის რამდენიმე მაგალითი - ფარხცხალაძემ გადაიხადა 9000 ლარი ჯარიმაო, 400 და 500 მილიომანდე აქვს წაღებული სახლში და 9 ათასს თუ დააბრუნებს, ნუ დაგვამადლით. გავიხსენოთ სამტრედიის მაგისტრალის მშენებლობიდან გამქრალი 110 მილიონიც. რატომ პარავთ იცით ხალხს და რატომ იმეტებთ ასე თქვენ მოქალაქეებს?! იმიტომ, რომ ცდილობთ ისეთი მმართველობა დაამკვიდროთ ამ ქვეყანაშიც, როგორიც თქვენს მეორე სამშობლო რუსეთშია", - აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია ოპოზიციის კითხვების საპასუხოდაა მისული.