მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთი საქართველოს საზღვარს უხსნის

დროშა პარიზში

საფრანგეთი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის. ინფორმაციას ტვიტერის პირად გვერდზე საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ 00:01 საათიდან საფრანგეთის საზღვარი საქართველოსთვის გაიხსნება“, - წერს ფრანგი დიპლომატი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა 1-ლი ივლისიდან  15 ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, სიაში საქართველოც მოხვდა. სიაში ვერ მოხვდა აშშ, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2.6 მლნ-ს აჭარბებს, თუმცა მოხვდა ჩინეთი, იმ პირობით, თუ ჩინეთიც გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.