მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის ელჩი: ეკონომიკის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით ვიდგეთ

საფრანგეთის ელჩი

"ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა განაცხადა.

საფრანგეთის ელჩი დღეს საქართველოს მინისტრთან ერთად ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმო „ატლანტიკ საქართველოს“ ეწვია, რომელიც ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიაა.კოლასმა და ნათია თურნავამ პირადად დაათვალიერეს საწარმოში მიმდინარე სამუშაოები და მისი სამომავლო გემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

ფრანგმა დიპლომატმა საქართველოს, როგორც კარგი ეკონომიკური პარტნიორის როლის შესახებ ისაუბრა.

"გადასახადების თვალსაზრისით, ჩვენ მთავრობასთან ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა ისეთი კომპანიების საჭიროებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, „ატლანტი საქართველო“, რათა რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ გახსნის გზები. კომპანიამ გამოაცხადა, რომ დაუყონებლივ ზრდის სამუშაო ადგილებს - 50 სამუშაო ადგილით, რაც წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. ასე რომ, ეს ძალიან კარგი პერსპექტივაა. ზოგადად ძალიან კარგი პერსპექტივებია ამ კომპანიაში. ვფიქრობთ, რომ საქართველო ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია განვითარების გასაგრძელებლად და ბოლოდროინდელი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად",- აღნიშნა დიეგო კოლასმა.