მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

შალვა კერესელიძე წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს

მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ვაზიანის, ქსოვრისის და ძალისის მოსახლეობას შეხვდა.

შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რასაც ის მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში განახორციელებს. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში. ოქტომბრის ბოლომდე შალვა კერესელიძე თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის და მცხეთის ყველა სოფელში მისვლას და მოსახლეობისგამ პრობლემების პირადად მოსმენას გეგმავს.

„მოსახლეობა ძალიან დადებითად არის განწყობილი,ისინი დიდი მოლოდინით უყურებენ და სჯერათ ჩვენი, რომ ის პრობლემები,რომელიც მათ წინაშე არის სწრაფად გადაწყდება და მოგვარდება“,-განაცხადა შალვა კერესელიძემ.