მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძემ ნიჩბისისა და ძეგვის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

შალვა კერესელიძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კლერესელიძემ მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა კლერესელიძემ პირველი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ძეგვისა და ნიჩბისის, მაცხოვრებლებთან გამართა.

მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ადგილობრივებმა იმედი გამოთქვეს, რომ შალვა კერესელიძის გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ნიჩბისსა და ძეგვში ძირითადად გზის და სასმელი წყლის პრობლემებია, რაც მომდევნო წლებში მთავრობის პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა.

„ჩვენ შევალთ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა სოფელში. შევხვდებით მოსახლეობას მოვისმენთ პრობლემებს, ადგილობრივებისგან წამოსული პრობლემები მომდევნო წლების ბიუჯეტის ფორმირებისას იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

შალვა კერესელიძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტი მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დატოვა.